თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუროგატი ქალი მშობიარობიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ქალი უზბეკეთის მოქალაქე იყო, რომელმაც სუროგაციის გზით უცხოელი ოჯახისთვის ბავშვი გააჩინა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
შემთხვევა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს მოხდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ გახდეთ უფრო ქალური? 7 მარტივი რჩევა ჩაცმის, მაკიაჟისა და ქცევის შესაცვლელად
⭕თუ პირად ცხოვრებასა და კარიერაში პრობლემები გაქვთ, ეს უნდა გაითვალისწინოთ!