ხატია ბედოშვილი არის ასტროლოგი და წიგნის ავტორი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ასტროლოგიური პროგნოზებისა და კონსულტაციების მიმართულებით. იგი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობითა და ყოველკვირეული თუ ყოველთვიური ასტროლოგიური მიმოხილვებით.
იგი „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც თხის რქის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს უზიარებს:
„თხის რქა, დეკემბერი:
დეკემბერში, მთავარი გამოწვევები სრულდება თხის რქებთან, რომელიც ბოლო სამი თვის მანძილზე გამოიარეთ, თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
პარტნიორული ურთიერთობა ჰარმონიულ ეტაპზე შეგიძლიათ გადაიყვანოთ, თქვენი მიდგომებისა და ღირებულებების ცვლილებით, რომელიც ბოლო სამი თვის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. აუცილებელია, პირადი სივრცისა და თავისუფლების მინიჭება ერთმანეთისთვის. არ გირჩევთ ნათესავების, ან გარეშე პირების ჩარევას პირად გადაწყვეტილებებში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არც თქვენ ჩაერიოთ მათ არჩევანში.
ფინანსური თვალსაზრისით, არის გაუთვალისწინებელი ხარჯების მაჩვენებელი. არ გირჩევთ რისკს მთელი თვის მანძილზე, ან ფულის სესხება-გასესხებას. გამოიცდება თქვენი მეგობრული ურთიერთობები და ამის შესაბამისად განვითარდება მოვლენები.
კარიერული თვალსაზრისით, შესაძლოა მოგივიდეთ ახალი პერსპექტივები. სირთულეები ამ მხრივ დასრულებულია. თქვენი მიდგომებისა და პროფესიონალიზმის შესაბამისად განვითარდება მოვლენები. გევალებათ ახალი შტრიხების შეტანა იმ საქმეში, რომელსაც აკეთებთ. ძველებური გზები, არ იქნება წინსვლის მომტანი. შესაძლოა პარტნიორს თქვენი მატერიალური დახმარება დასჭირდეს.
ჯანმრთელობის მხრივ დასუსტებულია იმუნიტეტი. კარგია თუ თვის მანძილზე, დროს ენერგიის აღდგენასა და დასვენებას დაუთმობთ. უენერგიობის შემთხვევაში, გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება. სუსტია ძვალსახსროვანი და ჰორმონალური სისტემა, სასუნთქი გზები.
დეკემბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 13;14;15;16;19;20;21;22;23;
დეკემბრის დაძაბული დღეები: 3;4;5;8;10;18;24;25;30;31;
დეკემბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად: 1;2;6;7;26;27;28;29“, - წერს ხატია ბედოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕9 რამ, რასაც მშიერ კუჭზე უნდა მოერიდოთ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები
⭕როდის არ ღირს ფსიქოლოგთან მისვლა? - „თუ ჯადოსნურ აბს ელოდები, თუ გინდა, სხვა შეცვალო...“
🎥 რა უნდა იცოდეს ქალმა მენოპაუზაზე და როგორ შეხვდეს პროცესს? - ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას რჩევები