Digest Logo

🎥 „პირველად საქართველოში სიყვარულის გამო ჩამოვედი... გავიგე შოთა რუსთაველზე თამარ მეფეზე, ყველაფერი ნელ-ნელა საინტერესო გახდა“ - რას ჰყვება ინდოელი, ჰარშ დუბე

1713514292
ინდოელი ბიჭი

ინდოელი ჰარშ დუბე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს. იგი გადაცემა „სხვა რაკურსში“  საქართველოს სიყვარულსა და ოჯახზე ჰყვება.

„ცხრა - ათი წელიწადია, რაც საქართველოში ჩამოვედი. ძალიან მიყვარს საქართველო. პირველად საქართველოში სიყვარულის გამო ჩამოვედი. ჩემი მეუღლე ქართველია. შეფმზარეული ვარ ერთ-ერთ რესტორანში. ასევე მაინტერესებდა საქართველოს ისტორია. საინტერესო იყო ისიც, რომ სულ ომში მყოფი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომას. გავიარე ავლაბარში, მერე გავიგე შოთა რუსთაველზე თამარ მეფეზე, ყველაფერი ნელ-ნელა საინტერესო გახდა ჩემთვის“, - ჰყვება ჰარშ დუბე.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე გადავარჩინე ძალიან ბევრი ახალგაზრდა... ყველაზე ბედნიერი წლები ჩემს ქმართან ერთად გავატარე“ - გაიცანით 100 წლის ლიდა ოსიტაშვილი

🎥 „ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედან, არ მჭირდებიო...“ - რას ჰყვება გიორგი წიტაიშვილი

⭕კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში საქართველოსადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა გაიხსნა