საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი კობერიძე, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი რეზი ხუციშვილი ავრცელებს.
„კუზნო, წავაგეთ ეს ბრძოლა!!!
მიყვარხარ კუზნი და სანამ ცოცხალი ვარ ჩემ გულში მუდამ იქნები!! ჩემი სიყვარული კაცი ხარ შენ!! მადლობა უანგარო და უმაგრესი მეგობრობისთვის, ძმობისთვის!!! ამაყი ვარ, რომ შენნაირი ძმაკაცი მყავდა!!!! მადლობა შენი სიკეთისთვის!! მადლობა ყველაფრისთვის!!! უნდა მოგვეგო ეს ბრძოლა, მაგრამ წავაგეთ, ვერ მოვერიეთ!!! შევხვდებით კუზნი როცა ამის დრო მოვა და პირადად კიდევ ერთხელ გეტყვი თუ როგორ მიყვარხარ!!!!! სიყვარული კაცი აღარ გვყავს!!“, - წერს რეზი ხუციშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემო“ - ლელა წურწუმია შვილის სახალისო კადრებს აქვეყნებს
⭕„ულამაზესი ხარ“ - ლელა მებურიშვილი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს