Digest Logo

„ნეტა ერთი წამით შემახედა როგორ ხარ და ერთი მომაფერა, შენ ხარ მთელი სამყარო“ - გია ბაღაშვილის ემოციური მილოცვა გარდაცვლილ დედას

1724503993
გია ბაღაშვილი

30 ივლისს მუსიკოს, ფოლკლორისტს, ხელოვნებათმცოდნესა და „იუმორინას“ ერთ-ერთ ავტორს გია ბაღაშვილს დედა გარდაეცვალა, რომელიც დღეს 70 წლის გახდებოდა.

გია ბაღაშვილი გარდაცვლილ დედას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს.

„დღეს დედას დაბადების დღეა... 79 წლის გახდებოდა... 

ეს ფოტო ზუსტად ერთი წლის წინათ, 2023 წლის 24 აგვისტოსაა გადაღებული. მაშინ დედა ჩვენთან იყო და ჩვენც ბედნიერები ვიყავით. ახლაც ჩვენთან არის და მუდამ ჩვენთან იქნება... ჩვენს გულებში... ფიქრებში... ლოცვებში...
დედა მიყვარხარ და მენატრებიიი!... უშენოდ საშინელი სიცივე და სიცარიელეა... ისევ შენ მაძლევ ძალას, რომ ყველაფერი ისე ვაკეთო, როგორც სწორია და შენ როგორც მოგეწონებოდა... და შენ ყოველთვის ის მოგწონდა, რაც სწორი იყო და თან ყოველთვის ზუსტად იცოდი, რა იყო სწორი და რა არა...

დედა, შენ გენაცვალე, ნეტა ერთი წამით შემახედა როგორ ხარ და ერთი მომაფერა...

გახსოვს, გოდერძი ჩოხელის ლექსს რომ მიკითხავდი დედაზე?.. სულ ეს სიტყვები ჩამესმის, შენს მიერ წაკითხული... თან გულს მითბობს და თან მიორმაგებს შენს მონატრებას.

სულ შენ გელაპარაკები. ვიცი რომ გესმის... სხვანაირად შეუძლებელია... შენს გარეშე ეს სამყარო ვერ იარსებებს, იმიტომ რომ შენ ხარ მთელი სამყარო...“, - წერს გია ბაღაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემო“ - ლელა წურწუმია შვილის სახალისო კადრებს აქვეყნებს

„ულამაზესი ხარ“ - ლელა მებურიშვილი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს

„ამდენი კილომეტრის მოშორებით, ამდენი კეთილი ადამიანი გვერდში რომ დაგიდგება, რა უფლება გაქვს, რომ უკან დაიხიო“ - დათი ქოქრაშვილის მამა