Digest Logo

„ულამაზესი ხარ“ - ლელა მებურიშვილი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს

1724501425
ლელა მებურიშვილი

მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც დიდი ხანია ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, მიმდევრებს ხშირად ანებივრებს მისი ცხოვრების ამსახველი ულამაზესი ფოტოებით.

ამჯერად მსახიობმა სოციალურ ქსელში მორიგი გადაღებიდან კადრები გამოაქვეყნა:

„ულამაზესი ხარ“.

„ძალიან გვაკლიხარ“.

„შეუდარებელი სილამაზე გაქვს“, - წერენ კომენტარებში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lela Meburishvili (@lmeburishvili)

მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ.

„30 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი შემეძინა. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ასაკი იყო. მანამდე მაინც სხვა საფიქრალი გაქვს, გართობა, მოგზაურობის სიყვარული, ასევე, კარიერაში წინსვლა.

შეიძლება ამას სახელს არ არქმევდნენ, მაგრამ როდესაც ახალნამშობიარები ქალი დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად, ეს უკვე ნიშნავდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. დედა ეხმარებოდა შვილს ბავშვის გაზრდაში და ქალსაც ჰქონდა საშუალება, ფორმაში რომ ჩამდგარიყო. მე არც ერთი შვილის დაბადების შემდეგ არ მქონია დეპრესია, ძალიან მიყვარს პატარები, განსაკუთრებულად, თოთოები და კარგად მახსენდება ჩემი შვილების გაზრდის პერიოდი.პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე კვირა მარტოები ვიყავით ამერიკაში. გარშემო არავინ არ გვყავდა ოჯახის წევრი. სამშობიაროდან ორი დღის შემდეგ გამწერეს, მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვეშველება, ახლა როგორ მოვუვლით ამ პატარა არსებას-მეთქი, მაგრამ ამაზე ფიქრი ცოტა ხანს გაგრძელდა, ძალიან ადვილად ავუღეთ ალღო ყველაფერს და არ გაგვჭირვებია“ - ამბობდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ამდენი კილომეტრის მოშორებით, ამდენი კეთილი ადამიანი გვერდში რომ დაგიდგება, რა უფლება გაქვს, რომ უკან დაიხიო“ - დათი ქოქრაშვილის მამა

🎥 როგორ გულშემატკივრობენ სალომე ღვინიაშვილი და მანიკა ასათიანი მეუღლეებს

სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა