ზუგდიდელი პოეტი თემურ ელიავა უკრაინაში მოქმედ მოხალისეთა ბატალიონს „ქართული ლეგიონი“ შეუერთდა. ელიავა უკრაინაში მეგობართან, მომღერალ ბუბა სორდიასთან ერთად წავიდა. ინფორმაციას მათი ოჯახის წევრები ადასტურებენ.
მათივე ცნობით, ელიავა და სორდია უკრაინაში 2 დღის წინ გაემგზავრნენ.
„ქართული ლეგიონი“ არის მოხალისეთა ქვედანაყოფი, რომელიც 2014 წელს დაარსდა. მისი მეთაური მამუკა მამულაშვილია. 2016 წლიდან შედის უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გაფრთხილებთ, ეს არის საკრალური დღე“ - ამ კვირაში 2 მნიშვნელოვანი თარიღია
🔵„რამდენი ადამიანი იქნებოდა ცოცხალი და ბედნიერი, პუტინი რომ არ დაბადებულიყო“ - ირაკლი ოქრუაშვილი