გუშინ, 3 დეკემბერს, 11:00 საათზე საგურამოში ცნობილი ბიზნესმენის, გელა ბარკალაიას აგარაკი დააყაჩაღეს.
ნაცემია აგარაკზე მყოფი ოჯახის დამხმარეები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ.
აღნიშნულის შესახებ „დაიჯესტი“ გელა ბარკალაიას ესაუბრა, რომელმაც ფაქტი დაადასტურა. გარდა ამისა, მან პოლიციის მხრიდან გაწეულ დახმარებას ხაზი გაუსვა:
„გუშინ, დილის 11 საათზე საგურამოში, „დაჩაზე“ შეცვივდნენ ვიღაცები, იქ მოურავი მყავს, ყარაულები არიან და გალახეს მაგრად.
მართლა ვერ გავიგე, რა უნდოდათ. პოლიციას 7 საათზე უკვე სამივე დაკავებული ჰყავდა.
ისეთი არაფერია რომ წაეღოთ. 20 წელია ეს ხალხი იქ ცხოვრობს.
მე იქ 3-5 თვეში ერთხელ დავდივარ. აქ მოსულიყო, ერთ მანქანას ისე მივცემდი.
„ტეხავს“, რომ საგურამოს ცენტრში ასეთი რაღაც ხდება, არავისთვის არ არის ეს სასურველი.
პოლიციამ ისე იმუშავა, ამერიკულ ფილმებში არ მინახავს. არავინ დაიჯერებს, მთელი საგურამო გადაკეტილი იყო, ერთი ტიპი ბათუმში, მეორე გორში და მესამე თბილისში დაიჭირეს“, - ამბობს გელა ბარკალაია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ამ ორეულს ალბათ არ ელოდით!“ - ალექსანდრე ზაზარაშვილის და ნინი ბრეგვაძის ერთობლივი ფოტოები