Digest Logo

პროფესორი ნუგზარ სხირტლაძე გარდაიცვალა

1738144802
ნუგზარ სხირტლაძე

„კავკასიის უნივერსიტეტი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, როგორც სამძიმრის წერილში ვკითხულობთ გარდაიცვალა პროფესორი და მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერი ნუგზარ სხირტლაძე.

„კავკასიის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს CU-ის თანადამფუძნებლისა და სასწავლო დარგში ვიცე-პრეზიდენტის, დამსახურებული პროფესორისა და მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელის, ღირსების ორდენის კავალერის - ნუგზარ სხირტლაძის, გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებს, ბატონი ნუგზარი არა მხოლოდ საოცარი პროფესიონალი, არამედ ღირსეული ადამიანიც იყო, რომელიც დააკლდება თითოეულ ჩვენგანს და რაც მთავარია საგანმანათლებლო სივრცეს.

ნუგზარ სხირტლაძე იყო ავტორი (თანაავტორი) 80-ზე მეტი შრომისა. მათ შორის ორი მონოგრაფიის, 8 სახელმძღვანელოსი და ორი დამხმარე სახელმძღვანელოსი.

კავკასიის უნივერსიტეტი მადლობელია იმ გაწეული ღვაწლისთვის, რომელმაც ბატონმა ნუგზარმა ჩადო კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობასა და განვითარებაში“, - წერს „კავკასიის უნივერსიტეტი.“

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი თხოვნაა, ამას არ დაუდონ პოლიტიკური სარჩული, მინდა ჩემს ძირითად პროფესიას დავუთმო დრო“ - ნინი ბადურაშვილი „იმედიდან“ წასვლაზე

🎥 გრანდიოზული ტორტი, ფეიერვერკები და ცნობილი სტუმრები - როგორ აღნიშნა ნუცა ბუზალაძემ ოქროს დაბადების დღე?

⭕„2025 წელს შოკი მოსალოდნელია ივნისის შუა რიცხვებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მრავალი კომპანიის გაკოტრება...“ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი