ყოფილი ფეხბურთელის და თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლემ, მოდელმა და დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ტანის სამოსის შემდეგ საკუთარი კოსმეტიკური ხაზი დააფუძნა. anoukibeauty ასე ჰქვია კოსმეტიკის ხაზს, რომლის შეძენა საზოგადოებას უკვე შეუძლია.
ინფორმაცია მისი ოფიციალური გვერდის მეშვეობით ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
კოსმეტიკური ხაზი ოფიციალურად საზოგადოებას ანუკიმ 12 სექტემბერს წარუდგინა.
ანუკი არეშიძე პერიოდულად იუთუბიზე საინტერესო ვლოგებს აქვეყნებს, ამჯერად იგი გვიზიარებს ვიდეოს მილანიდან სადაც ახალ წამოწყებასა და მილანში დაწყებულ ცხოვრებაზე გვიყვება:
„2024 წლის 4 ოქტომბერი
მილანი ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული ადგილია, ქალაქი, სადაც ყველაფერი დაიწყო.
მინდოდა გამესეირნა ქალაქში და მეჩვენებინა ჩემი რამდენიმე საყვარელი ადგილი. მათ შესახებ უთქმელი ისტორიები გამეზიარებინა.
ჩემმა ახალმა პროექტმა, ANOUKIBEAUTY, რომელზედაც დაახლოებით 4 წელია ვმუშაობ, ამ ქალაქში დამაბრუნა.
საინტერესო რარაცები მოდის“, - წერს ანუკი ვიდეოზე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕დღეს და ხვალ, 5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება
⭕საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება - უახლოესი დღეების პროგნოზი