Digest Logo

„ნაპოლის“ გამარჯვება და ლიდერის პოზიცია სერია A-ში

1728108514
ხვიჩ კვარაცხელია

სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ „კომო“ დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და ტურის დასრულების შემდეგაც  ლიდერის პოზიციას აუცილებლად შეინარჩუნებს, სხვა გუნდების შედეგების მიუხედავად.

ანტონიო კონტეს გუნდს წამები დასჭირდა ანგარიშის გასახსნელად: რომელუ ლუკაკუს პასით სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა და პირველივე წუთზე ნეაპოლელები წინ გავიდნენ. თუმცა, სწრაფმა გოლმა „კომო“ არ დააბნია, სესკ ფაბრეგასის გუნდმა მოიპოვა სათამაშო უპირატესობა, საგოლე მომენტებიც შექმნა და ტაიმის მიწურულს დამსახურებულად გაათანაბრა ანგარიში - გაბრიელ სტრეფეცამ ეფექტური გოლი გაიტანა.

„ნაპოლის“ პირველ ნახევარში გაუჭირდა, მაგრამ როგორც ჩანს, შესვენებაზე ანტონიო კონტემ შეგირდები გამოაფხიზლა, რადგან მეორე ნახევარში „ნაპოლის“ მეტოქისთვის შანსი არ მიუცია. ლუკაკუმ პენალტით დააწინაურა თავისი გუნდი, ხოლო მატჩის მიწურულს კიდევ ერთი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში და დავიდ ნერეშმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:1.

ხვიჩა კვარაცხელიას ორი საგოლე მომენტი, ორჯერვე მეკარემ აჯობა. ერთ შემთხვევაში ის კუთხურიდან ახვევდა პირდაპირ ბურთს კარში. კვარა კონტემ 79-ე წუთზე შეცვალა და ამ მატჩში შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

„ნაპოლი“ 16 ქულით ლიდერობს სერია A-ს, მომდევნო ტურში კი, 20 ოქტომბერს, საბა გოგლიჩიძის და საბა საზონოვის „ემპოლის“ სტუმრად შეხვდება.

ხვიჩა კვარაცხელია ახლა საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება, რომლის რიგებში ერთა ლიგაზე უკრაინისა და ალბანეთის წინააღმდეგ შეხვედრებში ითამაშებს.

„ნაპოლი“ – „კომო“ 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 მაკტომინეი (1), 1:1 სტრეფეცა (43), 2:1 ლუკაკუ (53, პენ), 3:1 ნერეში (86)

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥  როგორ ვისწავლოთ „არა“-ს თქმა და რატომ გვაზიანებს ყოველთვის სხვისი გათვალისწინება? - თათა გიორგობიანის რჩევები

🎥  აეროგრილი - წონის კლებისა და ჯანსაღი კვების საუკეთესო საშუალება თუ საშიში ნივთი თქვენს სამზარეულოში?

⭕ „მიქაუტაძეს ყველანაირად ვეხმარებით“- ვილი სანიოლი