
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც იგი ამბობს, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დროა, რომ გამოხატონ სოლიდარობა საპროტესტო აქციების მიმართ“.
„ქალბატონო..... , სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დროა, რომ გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დროა, რომ გამოხატონ სოლიდარობა საპროტესტო აქციების მიმართ მთელი საქართველოს მასშტაბით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
#Georgiaprotests
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 2, 2024
After universities, it is the turn of schools to express their solidarity with the protests, all over Georgia
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: