გადაცემა „პრაიმ შოუში“ საქართველოს მეცნიერ იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ადვოკატმა გიორგი ქირიამ ქართული ენის გამოწვევებსა და თანამედროვე ტერმინების შემოდინებაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ქართულ ენას აქვს საკმარისი ძალა და შინაგანი რესურსი - ვეფხისტყაოსნის ალეგორიის მსგავსად - რომ სირთულეებს გაუმკლავდეს და თავისი იდენტობა შეინარჩუნოს:
„სახეზე არის სირთულე და სირთულეს აუცილებლად სჭირდება გამკლავება. როცა პრობლემის მოგვარების სირთულეებზე ვსაუბრობთ, ამისთვის საჭირო არის იარაღი. აუცილებლად მოვიშველიებ რუსთაველს, რომელიც ტარიელს აპოვნინებს იარაღს, იმისათვის რომ დაიხსნას მისი სიყვარული. ეს არის ორმოც კარიანი გამოქვაბული. ეს ორმოცი კარი აღმნიშვნელია იმ ასობგერების, რომელიც მაშინდელ ქართულში არსებობდა. თავად პოეტი გვეუბნება, რომ ქართულ ენას შესწევს გაუმკლავდეს ყველანაირ სირთულეს და გადაარჩინოს სიყვარული.
ამ ყველაფრის პარალელურად შემოდის ტერმინები ენაში. ჩვენ ყოველდღიურობას გვერდს ვერ ავუვლით და შემოდის ტერმინები, რომლებსაც ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, გაგებით უნდა მოვეკიდოთ. რამდენად მივიღებთ თუ არ მივიღებთ - ეს ცალკე საკითხავია“, - აღნიშნა გიორგი ქირიამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მშობლებს ბანკში იმიტომ დავყვები, რომ უცხოური სიტყვები ვუთარგმნო“ - ლაშა ჯოხაძე ჟარგონებზე
🎥 „თამილამ ჩემს ცხოვრებაში სიწყნარე და სტაბილურობა შემოიტანა“ - გიორგი წერეთელი მეუღლესთან ურთიერთობასა და ჰიტად ქცეულ სიმღერაზე