Digest Logo

ქართული ჭადრაკის სიმბოლო, გამარჯვებების ეპოქა და შთაგონება თაობებისთვის - მაია ჩიბურდანიძე 65 წლის გახდა

1768676677
მაია ჩიბურდანიძე

მაია ჩიბურდანიძეს დღეს, 17 იანვარს დაბადების დღე აქვს. ცნობილი მოჭადრაკე 1961 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა.

ჭადრაკის ფედერაცია მას დაბადების დღეს ულოცავს.

„დაბადების დღეს ვულოცავთ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას - მაია ჩიბურდანიძეს! 

მაია ჩიბურდანიძე - ქართული ჭადრაკის სიმბოლო, გამარჯვებების ეპოქა და შთაგონება თაობებისთვის. 

მთავარი მიღწევები:

• მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი
• მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული
• „საჭადრაკო ოსკარის” ოთხგზის მფლობელი
• „ოქროს პაიკის“ - ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი
• ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი
• ღირსების ორდენის კავალერი
  ქალბატონო მაია, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიმშვიდეს და სიყვარულით სავსე დღეებს.
მადლობა იმ დიდებისთვის, რაც ქართულ სპორტს და მსოფლიოს ჭადრაკს აჩუქეთ!“, - წერია მისალოც პოსტში.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ახალი წელი, ახალი ცხვირი...“ - ნუცა ბუზალაძემ რინოპლასტიკა გაიკეთა

🎥 „ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა...“ - წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში უბედური შემთხვევა მოხდა

🎥 „დღეს „ტრენდი“ არის თეთრი კანი და ინდივიდუალობა...რუჯი რა თქმა უნდა აბერებს კანს...“ - ნინო ხაინდრავა