
ყველაზე საინტერესო დღეს, 20 ოქტომბერს სწორედ სერია ა-ში მოხდება. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი„ საბა გოგლიჩიძის ემპოლის ესტუმრება. პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ქართველი ვინგერი მატჩს დაიწყებდა სათადარიგოთა სკამზე, მის ნაცვლად კი „პარტენოპეის“ ძირითადში იქნებოდა გუნდის ახალწვეული, დავიდ ნერეში.
ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - სამხრეთელების ლიდერი მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოვა. ზოგადად, მის გარშემო ბევრი სპეკულაციაა და ამ ყველაფრის საუკეთესო პასუხი მოედანზე ნაჩვენები შედეგი უნდა იყოს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქართველ უკანახაზელს, მისი სატრანსფერო ფასი 5 მილიონამდე გაიზარდა.
აღნიშნული ფაქტი კარგად ასახავს იმას, რომ „ლურჯების“ ცენტრალური მცველი სერია ა-ს მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენა არის. აქვე დავამატებთ, რომ კალჩოში გაიმართება კიდევ ერთი საინტერესო მატჩი: მილანის ინტერი რომას ესტუმრება. მოქმედი ჩემპიონი ამჟამად მე-2 პოზიციაზე არის, „ჯალოროსი“კი ჯერჯერობით მე-9.
ემპოლი-ნაპოლის შეხვედრა 14:30 გაიმართება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ამ საღამოს ჩემი მოყოლილი ანეკდოტიც მოუხდა...“ - გია მურღულია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს
⭕„ადამიანს იდეალურად ქმნის სიყვარული...“ - ხატია სიჭინავა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
🎥 ქოჩორაშვილს კასტელიონში ოვაციებით შეხვდნენ - ვალენსიურ დერბიში „ლევანტე“ დამარცხდა