Digest Logo

ქართული დუელი NBA-ში - მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ ბითაძის „ორლანდო“ დაამარცხა

1728536382
კალათბურთიკალათბურთი

ახალ სეზონში მეორე მატჩი გამართეს სანდრო მამუკელაშვილმა და გოგა ბითაძემ. მათი გუნდები, „სპურსი“ და „მეჯიქი“ ერთმანეთს ტეხასის შტატში შეხვდნენ. გამარჯვება მამუს „სან ანტონიო სპურსს“ დარჩა – 107:97.

მასპინძელთა შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარეს ერთმანეთის გვერდით ვიქტორ ვემბანიამამ და გამოცდილმა კრის პოლმა. პირველმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, მეორემ მატჩი 5 ქულითა და 3 პასით დაასრულა.

მათმა ქართველმა თანაგუნდელმა სანდრო მამუკელაშვილმა 17 წუთში 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 9 ქულით, 4 მოხსნითა და თითო ჩაჭრა-პასით დაასრულა.

ვუნდერკინდი ვემბანიამას წინააღმდეგ შედეგიანად ითამაშა გოგა ბითაძემ. მან შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 22 წუთში 8 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება ჩაიწერა.

„ორლანდო მეჯიქის“ მომდევნო მატჩი „ნიუ ორლეანს პელიკანსთან“, ქარიშხლის გამო გაუქმდა. „სან ანტონიო“ კი 13 ოქტომბერს „იუტას“ უასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

გაიგე, რატომ უნდა გქონდეთ სახლში თქვენი დაბადების თვის შესაბამისი მცენარე

🎥 „ეს იყო მართლა მეხის გავარდნა, არ ვიმჩნევდი რომ მომეწონა... ერთი წლის თავზე ის სიყვარულში გამომიტყდა“ - რა ულტიმატუმი წაუყენა ირმა სოხაძეს რჩეულმა გათხოვებამდე

„მუსიკის მასწავლებელი ისე მირტყამდა თავში და ხელებზე და ისე მწიწკნიდა კანს, უეჭველი დასაჭერი იყო“ - რას წერს ინგა გრიგოლია

წყარო: 1tv.ge