Digest Logo

🎥 „ქართულს ვინ მაცეკვებდა, ძალიან დაბალი ვიყავი...“ - რატომ ატირდა თათული ედიშერაშვილი „იმედის“ პირდაპირ ეთერში?

1750855214
თათული ედიშერაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი, თათული  ედიშერაშვილი, რომელიც საზოგადოებამ სერიალ „შუა ქალაქიდან“ შეიყვარა სტუმრად გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდა, სადაც ბავშვობა გაიხსენა. მსახიობმა მოგონებებთან დაკავშირებით საუბრისას, ცრემლები ვერ შეიკავა და მოულოდნელად ატირდა. 

„10 წლის წინ, სავარაუდოდ, მომინდა ჩემი ბავშვობის ეს ფოტო და უკარგესი მოგონება გამეკეთებინა. დღესაც გამახსენდა და ჩავიცვი. ეს ფოტო ბაღის ღონისძიებაზეა გადაღებული - თუ კარგად მახსოვს, დამამთავრებელი გამოშვება იყო და უნდა ვყოფილიყავი 5 წლის. სავარაუდოდ, ლექსს ვკითხულობდი. ქართულს ვინ მაცეკვებდა - ძალიან დაბალი ვიყავი, მაღალი ლამაზი გოგო სჭირდებოდა, მაგრამ ენას არ ვაჩერებდი.

სოხუმური ბავშვობა მქონდა.

მთელი ოჯახით დავდიოდით, ჩემი უფროსი დებიც არიან ფოტოებზე.

როცა სოხუმში ვატარებდით ბავშვობას და სანამ შეგვეძლო, ხშირად გვიწიწკნავდნენ თმას და გვიწევდნენ ყურს ტანსაცმლის გამო, რადგან ტანზე არ ვიჩერებდი. ჩამაცმევდნენ ტრუსს თუ სხვა რამეს - ყველაფერს ვიხდიდი, როგორც კი თვალს მოეფარებოდნენ.

წყლის შიში არ მაქვს, ცურვაც ვიცი, მაგრამ მირჩევნია ფსკერს ვხედავდე, ამიტომ აუზზე ყოფნა უფრო მომწონს.

თუ ზღვაზე ვარ, სიგანეზე გავდივარ და შემდეგ გარშემო ყველას ჰგონია, რომ დავიღალე და მთელი დღე პლაჟზე ვწევარ“, - ჰყვება თათული ედიშერაშვილი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „გადარჩენილი სიყვარული და ლუქი...“ - ნუცა ბუზალაძე საქმროსთან ერთად ახალ ფოტოს აქვეყნებს

🎥 „საოპერო მომავალი შეიძლებოდა მქონოდა, მაგრამ პროტესტის გამო თეატრალურზე ჩავაბარე“ - რას ჰყვება ნინი ბადურაშვილი აუხდენელ ოცნებაზე და რატომ დაურეკა მას რობერტ სტურუამ

🎥 „შე ქინძო, ფოთოლო...“ - ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის დაპირისპირება გრძელდება