
ილია თოფურია UFC 317-ისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს. ჩარლზ ოლივეირასთან დაპირისპირებამდე, ქარველმა მებრძოლმა New York Post Sports-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის არმან ცარუკიანზეც.
შეგახსენებთ, სომეხი მებრძოლი თოფურია - ოლივეირას ბრძოლას დააზღვევს.
„ცარუკიანი? ჩემთან არანაირი შანსი არ აქვს. პირველ რაუნდში, პირველ წუთებში, რას იზამს? ძმაო, კარგი რა, ის ვერაფერს გააკეთებს“, - განაცხადა თოფურიამ სომეხ მებრძოლზე.
Ilia Topuria says Arman Tsarukyan made a mistake accepting to be the backup fighter for his fight against Charles 😳
“With me, [Arman] has no chances. First round, first minute, what’s he gonna do? Go for the takedowns. Bro, come on.”
🎥 @nypostsportspic.twitter.com/yywkYDCYE1
— Championship Rounds (@ChampRDS) June 24, 2025
თოფურიას ამ კომენტარს სომეხი მებრძოლი გამოეხმაურა:
„ჯობია ილოცო, ჩარლზს არაფერი დაემართოს, რადგან ამ დივიზიონში შენთვის ყველაზე ცუდი მეტოქე ვარ. არსებობს მიზეზი, რის გამოც ქამრისთვის მე კი არა, მას ებრძვი, ადამიანს, რომელიც უკვე დავამარცხე“,- წერს არმან ცარუკიანი X-ზე.
არმან ცარუკიანის ამ ტვიტს, დღეს დილით, ილია თოფურია სახალისო კომენტარით გამოეხმაურა:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: