ქართველი ფეხბურთელის, თორნიკე ახვლედიანის ჟესტის გამო, რომელიც მან წინა სეზონში გააკეთა, FIFA-მ მსოფლიო ფეხბურთში ახალი წესი შემოიღო.
ეროვნული ლიგის გასულ სეზონში, სამტრედია სტუმრად გორის დილას დაუპირისპირდა და 1:3 გაიმარჯვა. თორნიკე ახვლედიანმა გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, რევაზ ინჯგიას გადაცემით გაიტანა.
აღსანიშნავი ისაა, რომ ახვლედიანმა გოლის გატანამდე მაისური გაიხადა და ამის შემდეგ შეაგორა ბურთი კარში, მსაჯმა გოლი ჩათვალა, ახვლედიანს კი მაისურის გახდის გამო ყვითელი ბარათი მისცა.
ქართველი ფორვარდის ამ ჟესტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და როგორც გაირკვა, ის, რაც მან გააკეთა, FIFA-ს წესებში საერთოდ არ იყო შეტანილი, რადგან მსგავსი პრეცედენტი პირველად დაფიქსირდა.
სამტრედიას მოთამაშის გოლს სხვადასხვა პოპულარული გამოცემები გამოეხმაურნენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ 2 აპრილი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს?
⭕ რა ეღირება ევრო 2024-ზე დასასწრები ბილეთები?
წყარო: lagazzetta.ge