Digest Logo

„ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებით მომთხოვნია, თითოეული ფეხბურთელი ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას - იმედი მაქვს, რომ ეს თაობა დიდ საქმეს გავაკეთებთ...“ - რას ამბობს გიორგი მამარდაშვილი

1712091329
მამარდაშვილი

„ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებით მომთხოვნია. არ გაქვს უფლება რომ თამაში ჩააგდო, გამარჯვების წყურვილი აქვთ. თითოეული ფეხბურთელი ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას“, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული ფეხბურთის ამჟამინდელი თაობა დიდ საქმეს გააკეთებს, რაც ქართველ ხალხს გაახარებს.

„როგორც ჩვენს გულშემატკივარს აქვს იმედი, ისე მაქვს მეც, რომ ეს თაობა რაღაც დიდს შევძლებთ და დიდ საქმეს გავაკეთებთ, რომელიც ქართველ ხალხს გაახარებს.

როგორც მინდოდა, რომ ჩემი კარიერა დაწყებულიყო, ვთვლი, რომ რაღაც ეტაპი გამომივიდა. ჩემი აზრით, ნებისყოფა სპორტსმენის ცხოვრებაში ყველაზე გამორჩეული რამეა, ეს თუ გაქვს ბევრად წინ ხარ. ვალენსიაში რომ ჩამოვედი, ერთი წელი ქალაქი არ მქონდა ნანახი, სულ სახლი-ბაზა - ასე ვიყავი. ახლაც ძალიან ნაკლებად გავდივარ სადმე. ყველაზე რთულია წაგება, მაგრამ ფსიქოლოგიურად არ უნდა გატყდე, ფსიქოლოგიური მდგრადობა მთავარია“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

⭕ 2 აპრილი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს?

⭕ კავკასიელი ხალხი პირველი დიდი ტურნირისთვის ემზადება, კვარაცხელია კი მალე ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდება - FourFourTwo

⭕ რა ეღირება ევრო 2024-ზე დასასწრები ბილეთები?

წყარო: imedinews.ge