მომღერალი მანანა თოდაძე სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც ბავშვობა და 90-იანი წლები გაიხსენა.
მანანა თოდაძე აღნიშნავს რომ ბავშვობიდან ძალიან მოსწონდა მუსიკალური მიმდინარეობა ჯაზი:
„ბავშვობიდან მოყოლებული ვუსმენდი ჯაზს. ჩემ ძმას დიდი ფირფიტები მოჰქონდა. მახსოვს მაშინ პირველად მოვისმინე ჯენის ჯოპლინი და ელა ფიცჯერალდი. ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა. ცეკვაზე არ მივლია არასოდეს, ყოველთვის მუსიკას ჰყვება ჩემი სხეული.
როდესაც ივერიაში მოვხვდი ღმერთის წყალობით, გავიცანი არაჩვეულებრივი მუსიკოსები. ალექსანდრე ბასილაია და მისი მუსიკა უსწრებდა იმ პერიოდში მოდას. არ ვიცი რა იყო, ალბათ ღმერთისგან მოდიოდა ეს ნიჭი. ქართველი მაყურებელი არის არაჩვეულებრივი შემფასებელი ხელოვნების და დიდი მადლობა მათ სიყვარულისთვის“, - აღნიშნა მანანა თოდაძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთში კოლჰოტებით?
⭕„კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდს ჰგავს“ - ლეონიდ სლუცკიმ ქართველზე ისაუბრა