Digest Logo

ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი გარდაიცვალა

1755107212
რისმაგ გორდეზიანი

85 წლის ასაკში ქართველი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი დღეს, 13 აგვისტოს გარდაიცვალა.

1940 წლის 9 ივნისს დაიბადა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, აკადემიკოსი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ნეოგრეცისტიკისა და ბიზანტინისტიკის ინსტიტუტის დამაარსებელი, რისმაგ გორდეზიანსი.

იგი 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 30-მდე წიგნის ავტორია. გამოსაქვეყნებლად გადაცემული აქვს 100-მდე (ძირითადად ენციკლოპედიისათვის „ანტიკური კავკასია“) სამეცნიერო ნაშრომი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 40-ზე მეტი დისერტაცია.

გარდაცვლილი იყო საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენოსანი, ღირსების ორდენის კავალერი, საბერძნეთის ღირსების ორდენის მფლობელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემიის ლაურეატი, საქართველოს და საკავშირო კომკავშირის პრემიების ლაურეატი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საბერძნეთის მწერალთა კავშირის წევრი, საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი.

რისმაგ გორდეზიანი იყო ჟურნალ „ფაზისის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „კავკაზიკის“ რედაქტორი, ჟურნალ „რელიგიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, 1994-2010 წლებში იყო ჟურნალ „ფილოლოგუსის“ (გფრ) სარედაქციო საბჭოს წევრი და საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყოველ საღამოს მასაჟი, კარგი ჭამა-სმა, სასწაული ადგილები“ - გურამ შეროზია ბალიზე მოგზაურობს

„ასპექტები მერკურთან და პლუტონთან მიანიშნებს შინაგან კონფლიქტზე, უკმაყოფილებაზე და მენტალურ გამოფიტვაზე“ - რამაზ გიგაური 14 აგვისტოს ასტროტენდენციებზე

🎥 3 რამ, რაც სილამაზეში ხელს უწყობს, თვისება, რასაც საკუთარ თავში ჩაკლავდა და ვინ აწყენინა ბოლოს - ბლიცინტერვიუ თიკა ფაცაციასთან