Digest Logo

„ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია“ - ნიკა გვარამია

1730278713
 ნიკა გვარამია

„როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია, ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება“, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქუჩა უდრის ხალხის აზრის დომინაციას და დემოკრატიის და სახელმწიფოს ხალხის მიერ დაბრუნებას.

„ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება, იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია. ქუჩა არის სახალხო დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმა და ის საჭიროდ რჩება ყველაზე ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ დემოკრატიებშიც. ქუჩა არც სტიქიურობა და დაუგეგმავობაა - თავისი განვითარების ხაზი, გონივრულობა და გეგმაზომიერება სჭირდება, როგორც ნებისმიერ შედეგზე ორიენტირებულ პროცესს. ქუჩა არ უდრის ძალადობას. ქუჩა უდრის ხალხის აზრის დომინაციას და დემოკრატიის და სახელმწიფოს ხალხის მიერ დაბრუნებას, როცა ამას გართმევენ. ქუჩა არც რომელიმე თაობის ან ჯგუფის პრივილეგიაა, ის ყველასია, რადგან დემოკრატია ყველას პრივილეგიაა, ხოლო მისი დაცვა - ყველას ვალდებულება“, - წერს ნიკა გვარამია. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ვინ მიიღებს მოულოდნელ საჩუქრებს დღეს და ვისთვის არის კარგი წარსულში მომხდარი მოვლენების გადაფასება? - 30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - უახლოესი დღეების პროგნოზი