
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 16 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს და ალავერდელის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ფანასკერტელი-ციციშვილის, მიცკევიჩის, ცაგარელის, იყალთოს, ბახტრიონის, ბასილაიას, ლიხაურის და ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ტვინის შერყევის ნიშნები, თავის ტრავმა, როდის არის საშიში? - ექიმ კოტე თოდუას რჩევები
⭕„ბიძაშვილი დედის მხრიდან...“ - თამუნა მუსერიძე ახალ ფოტოს აქვეყნებს
⭕გიორგი მამარდაშვილი 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდა