Digest Logo

ქუთაისელი მოსწავლე სანდრო მურღულია ჯონ ლოკის ინსტიტუტის საერთაშორისო ესეების კონკურსის ფინალისტებს შორის დასახელდა

1791577166
სანდრო მურღულია

ქუთაისის №1 (გოქაძის) სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე სანდრო მურღულია ჯონ ლოკის ინსტიტუტის საერთაშორისო ესეების კონკურსში ჟიურიმ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაშრომის ავტორად დაასახელა.

კონკურსში წელს მსოფლიოს 183 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. სანდრო მურღულიამ 100 000-მდე საერთაშორისო მოსწავლეს შორის განსაკუთრებით გამოიჩინა თავი და საუკეთესოთა შორის მოხვდა.

მისმა ესემ საერთაშორისო კომისიაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც ის პერსონალურ, კომპლექსურ ინგლისურენოვან გასაუბრება-დებატებზე მიიწვიეს, რომლის მიზანიც ნაშრომის აუთენტიკურობის დადასტურება და უცხოელ ექსპერტებთან მისი დეტალური განხილვა იყო.

ამ უპრეცედენტო წარმატების შედეგად, სანდრო მურღულია 3 ოქტომბერს ლონდონში გამართულ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მიიწვიეს, სადაც მისი ნაშრომი ოფიციალურად შევიდა საუკეთესო ესეების მოკლე სიაში.

ამ წარმატების წყალობით, სანდრო მურღულიამ ჯონ ლოკის ინსტიტუტის საზაფხულო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად დაფინანსება მიიღო.

წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოდან საუკეთესოდ მხოლოდ სანდრო მურღულიას ესე აღიარეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მიხარია, როცა ჩემი სახელი ისევ ისმის...“ - ლუკა ზაქარიაძე მუსიკალურ გემოვნებაზე, დეპრესიასთან ბრძოლასა და კარიერაზე

🎥 „შესაძლოა გაღიზიანებდეთ ყველა...“ - სამი ათიანის პორტალი და ახალმთვარეობის პიკი: რას აფრთხილებს მოსახლეობას მიხეილ ცაგარელი?

⭕ „ყურადღება მიაქციე იმ შესაძლებლობას, რომელსაც დიდი ხანია ატარებ“ - 9 ოქტომბრის პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით

წყარო: infoimereti.ge

✕