Digest Logo

„ქუთაისს აღარ ჰყავს გიორგი დალაქიშვილი“ - ახალგაზრდა მუსიკოსი გარდაიცვალა

1791189911
გიორგი დალაქიშვილი

ქუთაისელი ახალგაზრდა მუსიკოსი და DJ გიორგი დალაქიშვილი, რომელიც მეგობრებისა და მსმენელისთვის ცნობილი იყო ფსევდონიმით „პუშკინა“, 2026 წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მუსიკოსი ბოლო პერიოდის განმავლობაში მძიმე, პროგრესირებად დაავადებას ებრძოდა, რომელიც მას გასულ წელს დაუდგინდა:

„ქუთაისს აღარ ჰყავს გიორგი დალაქიშვილი“.

„გარდაიცვალა გიო დალაქიშვილი, ქუთაისი გლოვობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გიორგი დალაქიშვილი ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო. მისი შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდებოდა ქუთაისის საკლუბო კულტურის განვითარებას, მათ შორის, კლუბებს Bude-სა და Reflector-ს. მის მიქსებსა და მუსიკალურ ჩანაწერებს მსმენელი აქტიურად უსმენდა Mixcloud-სა და SoundCloud-ის პლატფორმებზე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რას ვუბრუნდებით და რატომ? რას ვუშვებთ ხელიდან და რას ვიწყებთ თავიდან?“ - მიმდინარე კვირის ტენდენციები ანა ჯალაღონიასგან

⭕ნეკა დოროყაშვილი დაინიშნა - „მილანის მოდის კვირეულმა ახალი სიყვარული მაპოვნინა“

⭕„ნუ დაგეგმავთ საქმეს, სადაც მოგება გსურთ, ენერგიები ყველა ძალას გაათანაბრებენ“ - 5 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕