
მსახიობი ნანული სარაჯიშვილი სტუმრად გადაცემაში „კულინარიული დუელი“ იმყოფებოდა, სადაც სცენაზე მომხდარი უხერხული მომენტები გაიხსენა:
„მარცხები როგორ არ მომსვლია, ქვედაბოლო ჩამძვრა „კავკასიურ ცარცის წრეზე“. ძალიან გავხდი, მე და გია ფერაძე როკენროლს ვცეკვავთ დასაწყისი რომ არის, თურმე ჩამძვრა ეს. მეცვა სქელი კალგოტკა, მიყურებენ ფართო თვალებით დავიხედე და ჩამძვრა, რა უნდა მექნა გავაგრძელე ასე ცეკვა ვითომ დადგმული იყო და გავაგრძელე გზა. ერთ სპექტაკლზე გავითიშე მონოლოგში, უნდა წავსულიყავი და დამეძინა, ასევე დიალოგიც უნდა დამეწყო და ამ დროს გავითიშე, აბსოლუტურად არაფერი გამახსენდა. ასე ვზივარ და მარინა კახიანი ზის და მიყურებს. მიხვდა რაშიც იყო საქმე და მეუბნება - „შვილო წადი ახლა შენ დაღლილი ხარ დაიძინეო“. მეორე იყო ნანა ლორთქიფანიძემ გამომაფხიზლა ლუდი დავლიე. დავლიე და გავითიშე. გამოაქანა ნანამ და გამარტყა“, - ჰყვება ნანული სარაჯიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რამდენად არის დამოკიდებული ადამიანი ამინდზე - ტრადიციული მედიცინის სპეციალისტის განმარტება