Digest Logo

🎥 „ქველმოქმედმა“ ნანუკა ჟორჟოლიანმა, ქმარს, ერეკლე კოდუას უდანაშაულო ბიჭების წამება შეუკვეთა ღამით მობილურზე შემთხვევით გაშვებული ზარის გამო“ - რა მოხდა 2007 წელს?

1742371199
ნანუკა ჟოჟოლიანი

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“, 2007 წელს მომხდარი პირადი ანგარიშსწორების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გადაღებული სიუჟეტი გავრცელდა, რომელიც ეხება „ქველმოქმედ“ ნანუკა ჟორჟოლიანს და მის ექს-ქმარს, „ნაცმოძრაობის“ ზონდერ ერეკლე კოდუას მიერ სასტიკი მეთოდებით შურისძიებას.

უფრო კონკრეტულად სიუჟეტში საუბარია იმ მძიმე დანაშაულზე, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანმა ერეკლე კოდუას, (მის იმჟამინდელ ქმარს) შეუკვეთა - უდანაშაულო ბიჭების წამება, მასთან ღამის საათებში მობილურ ტელეფონზე შემთხვევით გაშვებული ზარის გამო.

2007 წელს ლაშა ხორგუანის ტელეფონიდან მისმა ახლობელმა ნანუკა ჟორჟოლიანთან მობილურის ნომერზე დაახლოებით ღამის 3 საათზე ზარი გაუშვა.

რამდენიმე წუთში ხორგუანის ნომერზე ირაკლი კოდუამ გადმორეკა, ხორგუანს აგინა და დაემუქრა, რომ ბაჩო ახალაიას კაბინეტში შეხვდებოდნენ ერთმანეთს. 

აღნიშნულ სატელეფონო საუბარს ადგილზე მყოფი სხვადასხვა პირები შეესწრნენ და კოდუას მხრიდან განხორციელებული მუქარა და გინება დაადასტურეს.

მეორე დღეს 18 თებერვალს სვანეთიდან თბილისში მომავალი ხორგუანი გზაში  სოფელ ჯორკვალთან „კუდის“ სპეცრაზმმა დააკავა და მოდულის შენობაში გადაიყვანა. მასთან ერთად აიყვანეს ძმები - ხვიჩა და გოჩა მილდიანები, რომლებიც იმავე სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდნენ, რადგან სპეცრაზმს ისინი ხორგუანის ახლობლები ეგონა.

„ტელეფონები ვის გაქვთო, ეს იკითხეს. ჩვენთვის ხელი არ უხლიათ, გაჩხრიკეს ეს ბიჭები. ჰკითხეს ტელეფონის ნომრები, და ყველამ რომ უპასუხა, ეს არისო და აღარ მიგვაკარეს ჩვენ. ხორგუანს უთხრეს, ვის აგინებდიო წუხელ“,- იხსენებს ერთ-ერთი მგზავრი.

სამივე მათგანს ოპერატიულმა მუშაკებმა ნარკოტიკები და ხელყუმბარები ჩაუდეს. ხოლო, ბრალის დამძიმების მიზნით მათ ნარკოტიკული საშუალებაც გაუკეთეს გზაში.

რაც შეეხება ირაკლი კოდუას კომენტარს მან ჟურნალისტთან მომხდარი ანგარიშსწორების ფაქტი ვერ გაიხსენა.

„ვერ ვიხსენებ“ ,- განაცხადა ერეკლე კოდუამ.

მას შემდეგ, რაც საქმეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დაკავებულები საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულ ხორგუანს წამებისა და ცემის კვალი ეტყობოდა, რომელიც მან მოდულის შენობაში მიიღო.

უფრო ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მარტო დარჩენა არ მიყვარს, კომედიურ რაღაცებს ვერ ვუყურებ, მეზიზღება... დეპრესიულ პერიოდში, ძალიან კარგ სპეციალისტთან მივედი“ - რას ჰყვება ლევან კვარაცხელია

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებზეც რეტროგრადული მერკური განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს

„ასე დასრულდა არ დაწყებული“ - აჭარაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის საქმრო ემოციურ პოსტს აქვეყნებს