Digest Logo

ქვემო ქართლში ქმარმა ცოლი მოკლა - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

1755179021
პოლიციელის დღე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები.

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1946 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს - 1950 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნატალია ქუთათელაძე ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს - მეცო-სოპრანო ზღვისპირეთში ისვენებს

🎥 „სულ ფრენის მდგომარეობაში ვიცხოვრე, არ დავმიწებულვარ... მამაჩემი ბებიაჩემს ეუბნებოდა, ფსიქიატრთან წავიყვანოთო“ - რას ჰყვება დათო ევგენიძე

⭕ „მისი ღვაწლი შეუფასებელია...“ - „თსუ“ რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს