
85 წლის ასაკში ქართველი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი 13 აგვისტოს გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციასთან დაკავშირებით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული უნივერსიტეტელის, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებლის, ლეგენდარული ქართველი ელინისტის, აკადემიკოსის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, თსუ ემერიტუსი პროფესორის რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო.
რისმაგ გორდეზიანი არა მხოლოდ დიდი მეცნიერი, არამედ უმნიშვნელოვანესი პიროვნება იყო ქართული ფილოლოგიისა და განათლების სფეროში - მისი ღვაწლი თაობების განათლებასა და მეცნიერების განვითარებაში შეუფასებელია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს“, - წერს უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გია მურღულია: „ნამდვილი სიცოცხლე ისაა, რასაც სული და გონება ერთდროულად ხედავენ“