Digest Logo

🎥 რა აიძულებს ყველაზე მეტად ადამიანს, მოწევას თავი დაანებოს? - პულმონოლოგ ლიზა გოდერძიშვილის განმარტება

1793813213
ლიზა გოდერძიშვილი

თამბაქოს მოწევა საზიანოა ჯანმრთელობისთვის და ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 11 000 ადამიანის გარდაცვალებას იწვევს. 

თამბაქოს კვამლი შეიცავს ათასობით ტოქსიკურ ნივთიერებას და კანცეროგენს. ის იწვევს ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას, ამწვავებს ასთმას და ფილტვის კიბოს მთავარი მიზეზია.

რა აიძულებს ყველაზე მეტად ადამიანს, მოწევას თავი დაანებოს? - აღნიშნულ თემაზე „სალომე კასრაძის პოდკასტში“ პულმონოლოგმა ლიზა გოდერძიშვილმა ისაუბრა:

„მე რაც მინახავს, ეს არის უკვე განვითარებული დაავადება, ყველაზე ხშირად ასე ვთქვათ. 

ადამიანებმა, რომლებმაც უარი თქვეს სიგარეტზე, მაშინ, როცა ეს დაავადება არ ჩანს და კიდევ კარგი, ყოველთვის ვეკითხები ხოლმე, ჯერ ერთი, მაინტერესებს მანამდე რა იყო კლინიკური გამოვლინება. კიდევ ერთი რამეა საინტერესო, სიგარეტთან დაკავშირებული სიმპტომებად ითვლება ხველის დაწყება, თუნდაც ნახველს რომ იღებენ ყოველ დილას, თითქოს ფილტვებს რომ ისუფთავებენ, მაგრამ მწეველები ძალიან დიდი ნაწილი ამას სიმპტომად არ თვლის. როცა ეკითხები, როდის დაიწყო ქოშინი, გიყვება, აი, ორი კვირაა, ამ დროს ფაქტია. ის, რომ უკვე მეორე სართულზე ვერ ადიოდა, დასვენების გარეშე, ამას არ თვლის სიმპტომად. თუ ამას სიმპტომად ჩათვლი, ექიმთან უნდა მიხვიდე და ზუსტად იცი, რომ გეტყვის მოწევას თავი დაანებე და არ მოგწონს ეგ ამბავი, გიყვარს ეს სიგარეტი და რა უნდა ქნა?

ვეკითხები, რა იყო შენი მოტივაცია? რატომ დაანებე თავი? ძალიან ცოტას უთქვამს, მაგალითად, ჩემი შვილის გამო, გამიჩნდა შვილი და იქ იყო და აღარ მოვწიე ოთახში, ვეღარ მოვწიე სამსახურში, ყოველ წუთში გარეთ სირბილის თავიც არ მქონდა და დავანებე თავი. ამ ნაწილს გაცნობიერებული აქვს, შეგნებული აქვს, რომ მისი გამონაბოლქვიც მის შვილს, მეუღლეს აზიანებს და ხდებიან პასიური მწეველები“, - ამბობს  ლიზა გოდერძიშვილი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„22-წლიანი სხვაობა გვაქვს, მაგრამ ამას ნამდვილად არ შეუშლია ხელი...“ - როგორი ქმარია კონსტანტინე გამსახურდია

⭕„გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ სიტყვების დაწერა გვიწევს...“ - ცხოველთა ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

⭕სად იყო იესო ქრისტე 30 წლამდე? - „მითრაც ასე ჩნდება, მერე 3 წელი ქადაგებს, შემდეგ ჯვარს აცვამენ და მესამე დღეს აღდგება“

✕