Digest Logo

სად იყო იესო ქრისტე 30 წლამდე? - „მითრაც ასე ჩნდება, მერე 3 წელი ქადაგებს, შემდეგ ჯვარს აცვამენ და მესამე დღეს აღდგება“

1793806843
მალხაზ გველუკაშვილი

მეტაფიზიკოსი, ოკულტისტი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც ხშირად დადის ტელე და ონლაინ გადაცემებში, ყოველთვის საუბრობს მეტაფიზიკაზე, ალტერნატიულ ცოდნაზე, ისტორიასა და ადამიანური ყოფის მისტიკურ მხარეებზე.

გველუკაშვილი ხშირად აკეთებს პროგნოზებსა და განმარტებებს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც მედიაში ინტერესსა და დისკუსიას იწვევს.

მისი საჯარო იმიჯი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეზოტერიკულ და ოკულტურ თემებთან.

იგი ამჯერად ერთ-ერთი პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ქრისტესა და მითრას მსგავსებაზე ისაუბრა:

„მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მითრაიზმის გავლენა. მითრაიზმი ქრისტიანობაზე 1 800 წლით ადრე იყო, საერთოდ მე რომ მკითხო, ძველ აღთქმასთან საერთო არაფერი აქვს ქრისტიანობასთან. მითრა გორას გავლენიდან მოდის. მითრაც 30 წლის ასაკში ჩნდება, მანამდე ბავშვობიდან იკარგება, 30 წლის ასაკში ჩნდება, 3 წელი დადის, ქადაგებს, მერე 33 წლის ასაკში ჯვარს აცვამენ, მესამე დღეს აღდგება და მეორმოცე დღეს ამაღლდება. ჰგავს ერთი ერთზე. მითრა დაბადებულია 25 დეკემბერს, ანუ ეს ყველაფერი უფრო მითრაიზმის გავლენაა და უფრო გვიანდელია. 

არსებობს ქრისტეს ჩვილობის სახარება, რომელიც თომას დაწერილია, რამდენად მართებულია არ ვიცი, მაგრამ არსებობს. ეს არის 12-15 წლამდე პერიოდი და არსებობს ასევე შემდეგი პერიოდი, ტიბეტურ სახარებას ეძახიან, სადაც ქრისტე მოგზაურობს აღმოსავლეთში, მე ვერ გეტყვი რამდენად მართალია და გვიან არ არის შექმნილი, მაგრამ ტიბეტური სახარების მიხედვით, ქრისტე ბევრად მაღალი დონეა, ვიდრე ისინი და რეალობაშიც ასეა.

ჩვილობის სახარებაში ჩანს, რომ ქრისტე განსხვავებული ბავშვია, სულ სხვა გონების, ცნობიერებით, მაგრამ მაინც ბავშვი, თავისი გაბრაზებით და ემოციებით“, - ამბობს მალხაზ გველუკაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს არის ომის, ემოციური რყევებისა და გარდაუვალი კრიზისების პიკი...“ - ქეთი ოდიშელი 7 ნოემბრის საკრალურ მოვლენებზე

🎥 „ყველაზე მაგარი კაცი იყო ბრძენი, მერე გულადი, შემდეგ „ყვე@ებიანი“ და ბოლოს „ტრა@იანი, თავიდან ჩავიდა „ტრ@კში“ - მალხაზ გველუკაშვილი ცნობიერების დეგრადაციაზე

⭕„არ აჰყვეთ ემოციებს, თუმცა აუცილებელია ფიზიკური და სულიერი მზაობა!“ - გიორგი ლობჯანიძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე

✕