საქართველოს ცხოველთა ფედერაცია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მათი ახალგაზრდა კოლეგა მათე ობოლაძე დაიღუპა:
„ჯერ კიდევ გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ სიტყვების დაწერა გვიწევს.
დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, მათე ობოლაძეს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.
მძიმეა იმის გააზრება, რომ მათე ჩვენ გვერდით აღარ იქნება. მადლიერი ვართ იმ დროისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ და სითბოთი გავიხსენებთ მათეს, როგორც ჩვენი გუნდის ძვირფას წევრს.
საქართველოს ცხოველთა ფედერაციის მთელი გუნდის სახელით გულით ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ყველას, ვისაც უყვარდა მათე. ვიცით, რომ ასეთი ადამიანი ბევრია.
ძალიან დაგვაკლდები, მათე“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ: