Digest Logo

რა ბედი ეწია უკრაინელ გოგონას, რომელსაც დედამ ვინაობა ზურგზე დააწერა - ემოციური ამბის დეტალები

1649793547
უკრაინელი ბავშვი

პატარა უკრაინელი გოგონას ფოტო, რომელსაც ზურგზე სახელი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომრები ეწერა, რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთ ტრაგიკულ სურათად იქცა. ბავშვს ვინაობა დედამ დააწერა, იმ შემთხვევაში, თუ მისი მშობლები დაბომბვის შედეგად დაიღუპებოდნენ. ორი წლის ვერა მაკოვიმ და დედამისმა საშამ გაქცევა მოახერხეს – BBC-მ ისინი საფრანგეთში იპოვა.

ომის პირველ დღეებში ვერას დედას ძალიან ეშინოდა ქალიშვილის დაკარგვის ან თავად სიკვდილის. ამიტომ მან გააკეთა ის, რაც მოგვიანებით გავრცელდა მთელ მსოფლიოში. მაშინ საშა ფიქრობდა, რომ თუ მოკვდებოდა ან მისი შვილის არც ერთი ნათესავი არ გადარჩებოდა ცოცხალი, ვერას ვინაობა ცნობილი გახდებოდა და შეძლებდა დედის ანგარიშის პოვნას სოციალურ ქსელებში, რათა ენახა, როგორ გამოიყურებოდნენ მისი მშობლები.

საშა მაკოვის თქმით, როცა ის ნივთებს აწყობდა კიევიდან გასაქცევად, არც კი იყო ნათელი, რამდენად უსაფრთხო იყო ქუჩაში გასვლა – იქ გამუდმებით რაღაც აფეთქდა და ძალიან მწირი ინფორმაცია იყო, თუ რა ხდებოდა. „ყველაზე მეტად მეშინოდა, რომ ვერა დაიკარგებოდა ან დავიღუპებოდით და ვერც კი გაიგებდა ვინ იყო და რომელი ოჯახიდან იყო“, – ამბობს უკრაინელი ქალი.

სურათი, რომელიც მყისიერად გახდა ვირუსული, დედამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, როდესაც საფრანგეთში ჩავიდა. საშა მაკოვი ამბობს, რომ ფსიქოლოგიურად თავს კარგად ჯერ კიდევ ვერ გრძნობს და სახლიდან გასვლა მისთვის ახლაც რთულია, რადგან თითქოს ყველგან ნაღმებია.

„ვერა კარგადაა, ის ძალიან პატარაა იმისთვის, რომ გაიგოს რა ხდება. რაღაცას გრძნობს, მაგრამ ძალიან პატარაა ამის გასაგებად. ძალიან მიხარია, რომ მას აქვს ასეთი ასაკი. Ძალიან ბედნიერი“.

უკრაინული საინფორმაციო სააგენტო UNIAN-ის ცნობით, ახლა უკრაინაში დედები თავიანთ შვილებს სახელს, გვარს და სხვა მონაცემებს სხეულზე აწერენ, რომ მშობლის დაღუპვის შემთხვევაში ბავშვის ვინაობა ცნობილი იყოს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველაფერი იქნებოდა მოსაწონი, რომ არა წამყვანის ძალიან უხერხული მოხსენიება ზოგი ქალისა“ - ბაია პატარაია უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტზე

🔵„კაცების სკამები სცენაზე ცარიელი იდგა, ყველა ომშია - დარბაზში უკრაინელები განუწყვეტლად ტიროდნენ“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„თევზებში ამ ორი პლანეტის შეერთება ხელს შეუწყობს სურვილების ჩაფიქრებას და განხორციელებას, სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებას“ - ცაგარელი

წყარო: fortuna.ge