განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი გია მურღულია გაუწევს.
👉 განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად გია მურღულია დანიშნა
აღნიშნულ სიახლეს თავად გია მურღულია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„განათლების ხარისხისთვის მთავარი მასწავლებლის ცოდნის შემოწმება კი არ არის, მისი მიღწეული შედეგების შეფასებაა.
რა იცი - ერთია (ძალიან მნიშვნელოვანიცაა) და როგორ ასწავლი ბავშვებს იმას, რაც იცი - მეორე.
ეს არის არსებითი პასუხისმგებლობა.
"არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს..."
მასწავლებელს საკმარისი დრო უნდა ჰქონდეს, ფიქრის, სწავლისა და განვითარებისთვის - ზედმეტი ფორმალობები (რასაც საათები და დღეები უმიზნოდ და უშედეგოდ მიაქვს), ჩემი აზრით, საჭირო არ არის.
საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნას წინ უნდა უსწრებდეს აზროვნებისა და პროფესიული მოქმედების თავისუფლება“, - წერს მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ: