
ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალმა ჩეთბოტმა, ChatGPT-მ, მთელი ინტერნეტსაზოგადოება აალაპარაკა. ადამიანები მას კითხვებს უსვამენ, ესაუბრებიან და ეს პროცესი იმდენად ბუნებრივი, იუმორნარევი და საინტერესოა, რომ მომხმარებლებს ადამიანთან კომუნიკაციის განცდა უჩნდებათ. ტექნოლოგიას უკვე მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდმა თბილისის ქუჩებში საზოგადოება გამოკითხა თემაზე: რა იცის მოსახლეობამ ChatGPT-ის შესახებ და რას ეკითხებიან მას ყველაზე ხშირად?
როგორც გამოკითხულთა პასუხებიდან ვიგებთ, საზოგადოების უმეტესობამ იცის ChatGPT-ის შესახებ და მას აქტიურადაც იყენებენ.
თუმცა გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ არსებობს ადამიანების ნაწილი, ვისაც საერთოდაც არ სმენია ChatGPT-ის შესახებ – ისინი ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მსგავსი პლატფორმები ჯერ კიდევ უცხო თემაა მათთვის.
„კი გამიგია და ვიყენებ კიდეც“,
„დიახ, ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ეხმარება ადამიანებს სხვადასხვა საკითხზე მიაწოდოს ინფორმაცია“,
„ყველაფერზე ლაპარაკობს“,
„გამიგია ბავშვებისგან, მაგრამ მე არ ვიყენებ“,
„ჩემ მეგობრებს აქვს, თუმცა მე არ გამომიყენებია“,
„ბევრ შეცდომებს უშვებს და აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ“, - ამბობენ გამოკითხული მოქალაქეები.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივლისს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით