Digest Logo

🎥 „რა კარგია ჩურჩხელა, რა კარგია თათარა...“ - რას ღიღინებდა მერაბ დვალიშვილი გამოსვლამდე?

1737298223
მერაბ დვალიშვილი

19 იანვარს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.

ბრძოლის პირველ ორ რაუნდში ნურმაგომედოვი უკეთ გამოიყურებოდა, მერაბ დვალიშვილმა კი ტემპს მესამე რაუნდიდან მოუმატა და მეტოქეს შედარებით გაუჭირდა.

მეოთხე რაუნდში დვალიშვილი კიდევ უფრო გააქტიურდა და ნურმაგომედოვი ვერაფრის გაკეთებას ვეღარ ახერხებდა, იგივე გაგრძელდა მეხუთე რაუნდშიც და საბოლოოდ, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ქართველი გამოცხადდა.