ცნობილი კლინიკური ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაძე თავის პოდკასტში პრემენსტრუალურ სინდრომზე (PMS) საუბრობს და ხსნის, რა ხდება ამ დროს ქალის ორგანიზმსა და ფსიქიკაში, რატომ იცვლება განწყობა და როგორ შეუძლიათ პარტნიორებს ქალების მხარდაჭერა ამ პერიოდში:
„ქალის ციკლის განმავლობაში 2 მთავარი ჰორმონია, ესტროგენი და პროგესტერონი, რაც მუდმივად იცვლება. ოვულაციის შემდეგ ჯერ იმატებს, მენსტრუაციამდე კი სწრაფად ეცემა და ეს მხოლოდ რეპროდუქციულ სისტემაზე არ მოქმედებს, ისინი თავის ტვინზეც მოქმედებენ, იმ სისტემაზე, რომელიც ფაქტობრივად, განწყობაზე, სტრესზე, რეაქციას აკეთებს, შფოთვას არეგულირებს, ძილს არეგულირებს და ზუსტად იმ ნეიროტრანმიტერზე, რომელსაც სერატონინზე აქვს გავლენა.
დიდი ხნის განმავლობაში ყველას ეგონა, რომ მძიმე PMS-ის მქონე ქალებს არანორმალური, არასწორი ჰორმონები აქვთ, ზედმეტად ბევრი ან ზედმეტად ცოტა. ეს ყველაფერი 90-იან წლებში ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ დაანგრია. მათ აჩვენეს, რომ ქალების ჰორმონალურ დონეს საერთოდ მნიშვნელობა არა აქვს. მათი ტვინი და უჯრედები ამ ნორმალურ ცვლილებას უფრო მგრძნობიარედ რეაგირებენ, ვისაც მძიმე სიმპტომები აქვს, ამიტომ მოდი, კიდევ ერთხელ დავანგრიოთ ერთი სტერეოტიპი, რომ რაღაც არანორმალური ჰორმონალური ცვლილებები ხდება ქალში.
ქალი არ ირჩევს გაღიზიანებას, უბრალოდ მისი ნერვული სისტემა უფრო ძლიერად რეგულირებს ამ ჰორმონულ ტალღაზე.
დღევანდელი ნეირომეცნიერება ნერვულ სისტემას ძალიან დიდ მნიშვნელობას აქცევს“, - ამბობს მინდია გაბიჩვაძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ: