Digest Logo

🎥 როგორ იცვლება ადამიანის ემოციური მდგომარეობა შემოდგომაზე: ახდენს თუ არა გავლენას დღის სინათლის შემცირება და ამინდი ფსიქიკაზე?

1793944691
ნანა გოგიჩაშვილ

შემოდგომა ბევრისთვის ფერად და სასიამოვნო სეზონთან ასოცირდება, თუმცა ამ პერიოდს ხშირად თან ახლავს გუნება-განწყობის ცვლილება, ენერგიის დაქვეითება, მომატებული დაღლილობა, შფოთვა და ემოციური დაძაბულობა. დღის სინათლის შემცირება, ბიოლოგიური რიტმის ცვლილება, ყოველდღიური სტრესი და ცხოვრების ტემპის შეცვლა ზოგიერთ ადამიანში სეზონური დეპრესიის სიმპტომებსაც იწვევს.

რა ფაქტორები აძლიერებს სტრესს, როგორ ამოვიცნოთ სეზონური დეპრესია და რაც მთავარია, როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს, რომ ეს პერიოდი ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შენარჩუნებით გავიაროთ. ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა ნანა გოგიჩაშვილმა ისაუბრა:

„ბუნება იძინებს ან იღვიძებს. ჩვენ მარტო შემოდგომის სეზონს ნუ შევეხებით, იმიტომ რომ მსგავსი სიმპტომი გაზაფხულზეც არსებობს. ეს არის ეგრეთ წოდებული სეზონური დეპრესია, ოღონდ აქვე ვიტყვი, რომ ცუდი გუნება-განწყობა, სევდიანობა, მოწყენილობა არ უდრის დეპრესიას. დეპრესიას აქვს თავისი კლინიკური ნიშნები. ეს არის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის, თუმცა სეზონური დეპრესიის დროს იცვლება ყოველდღიურობა.

მცირდება დღის სინათლე და მანდ არის სამი ბიოლოგიური მექანიზმი, მელატონინის, სეროტონინის და ცირკადული რიტმის კომბინაცია, რამაც შესაძლოა განსაზღვროს ადამიანის ცხოველმოქმედების ხარისხი. ის, რომ ბუნება ძილიანობისთვის ემზადება, მარტო გარემოში არ ხდება, ჩვენშიც ხდება გარკვეული ცვლილებები, ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ აქტიური ზაფხულის შემდეგ რუტინულ რეჟიმში დაბრუნება, ზაფხულის სინდრომს ვეძახით, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. 

მცირდება სოციალური კონტაქტები, მინდა იზოლაციაში ყოფნა და დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის ანჰედონია, ანუ იმისგან, რისგანაც ვიღებდი სიამოვნებას, ეს კარგავს ჩემთვის მნიშვნელობას. მაგალითად, ვიტყვი, რომ მალდივებზე ვინ არ ყოფილა? რა მოხდა მერე, ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხარისხის შემცირება, ზუზუნით ვდგები, მეზარება სამსახურში წასვლა, გავიხედავ აუ, თოვლი, აუ, წვიმა, აუ, წვიმა, აუ ახლა შემცივდა. რეფრეიმინგი, ანუ ჩარჩო შევცვალოთ, რა კარგია, რომ ზამთარია, რა კარგია, რომ სუფთა ჰაერია, რა კარგია, რომ თბილი სვიტრი მაქვს და ჩაი შემიძლია დავლიო“, - ამბობს ნანა გოგიჩაშვილი. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცხოვრების ახალი ეტაპი და მნიშვნელოვანი გარდაქმნები - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც 2026-2027 წლების ზამთარში დიდი ტრანსფორმაცია ელოდება

⭕„ახალდაოჯახებულ წყვილს პირველი თვეები და წლებიც კი ფსიქოლოგიურად საკმაოდ მძიმე და კრიტიკული აქვს“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕„რეკომენდებული არ არის ახალი საქმის დაწყება, ქორწილის გადახდა“ - 6 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕