„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ გადაცემა „შუადღის“ ეთერში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა რისკებს იწვევს ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარება.
ჩხაიძის თქმით, მავნებელია ორსულისთვის პასიური მოწევა.
„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული: დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ.
უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან. არანაირი სტრესი ამას არ შეედრება. დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა არ არსებობს. ასევე, არანაკლებ მავნებელია ორსულისთვის პასიური მოწევა.
ასევე, მავნებელია ზაფხულში, ჩართულ კონდიციონერთან თამბაქოს მოწევა, ეს ახდენს პირდაპირ ზეგავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე“, - აცხადებს ჩხაიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ზურიკო დავითაშვილს ყველა თვისება აქვს, რომ „სენტ ეტიენში“ უყვარდეთ“ - ვილი სანიოლი
⭕„ისტორიის გარეშე არ არსებობს სამყარო, რომელიც სიტყვით არის შექმნილი“ - გია მურღულია
⭕ეკა ხოფერიას დაბადების დღე აქვს - ტელეწამყვანი 52 წლის გახდა