Digest Logo

რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ მიწისძვრის დროს? - რეკომენდაციები

1675689928
ლაშა სუხიშვილი

რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ მიწისძვრის დროს? როგორ მოვიქცეთ და როგორია რეკომენდაციები? - აღნიშნული კითხვებით „დაიჯესტმა“ სეისმოლოგ ლაშა სუხიშვილს მიმართა.

„პირველი - დავრჩეთ იქ სადაც ვართ, თუ ვართ სახლში, უნდა დავრჩეთ სახლში და თუ ვართ გარეთ უნდა დავრჩეთ გარეთ. თუ ავტომობილში ყოფნის დროს ვიგრძენით მიწისძვრა, მაშინ უმჯობესია, რომ უსაფრთხო გაჩერების ადგილი ვიპოვოთ და განსაკუთრებით მოვერიდოთ ხიდებს და გვირაბებს.

👉ვინ იყო ქართველი, რომელიც თურქეთში მიწისძვრას ემსხვერპლა

სახლში დარჩენის შემთხვევაში, ყველამ უნდა ვიცოდეთ შედარებით უსაფრთხო ადგილების შესახებ. ყველაზე მარტივია მაგიდის ქვეშ შესვლა თუკი ასეთი სიტუაციაა, ასევე, მნიშვნელოვანია რბილი საგნების ახლოს ქონა და ე.წ. სამკუთხა წერტილების მონახვა ანუ ისეთ ადგილას განთავსება, სადაც მაგალითად, სადაც მაგიდის კიდემ და იატაკმა შეიძლება ადამიანი დაიფაროს მძიმე საგნის დაცემისგან. მოკლედ, ყველაზე მარტივია დავრჩეთ იქ, სადაც ვართ. გარეთ გასვლა ან შიგნით შესვლა ამ დროს ყველაზე ნაკლებრეკომენდებულია, რადგან კიბეები, ლიფტები, ყველაზე ნაკლებად უსაფრთხოა“, - ამბობს სეისმოლოგი. 

რეკომენდაციები 👇

თუ ქუჩაში ხართ

✔️ თუ ქუჩაში ხართ, ეცადეთ მოშორდეთ შენობებს, შუქნიშნებს, ელექტროგადამცემ კაბელებს და გადით შედარებით ღია, ცარიელ სივრცეში.

თუ საჭესთან ხართ

✔️ თუ საჭესთან ხართ, შეჩერდით. არ გაჩერდეთ ხიდზე ან მის ქვეშ, ესტაკადების, შუქნიშნების, ხეების, განათების ბოძებისა თუ საგზაო ნიშნების ქვეშ

თუ ნანგრევებში მოჰყევით

✔️ არ აანთოთ ასანთი

✔️ არ იმოძრაოთ ან არ სცადოთ მტვრის მოშორება

✔️ პირზე აიფარეთ ტანსაცმელი

✔️ ყვირილი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია რეკომენდებული.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵თებერვლის თვის თმის შეჭრის კალენდარი

🔵🎥 საზიანოა თუ არა ბავშვისთვის სახლში ფეხშიშველი სიარული

🔵„ყველზე წარმატებული და იღბლიანი ახლა თქვენ ხართ“ - ცაგარელი კვირის ფავორიტ ნიშანს ასახელებს