Digest Logo

ვინ იყო ქართველი, რომელიც თურქეთში მიწისძვრას ემსხვერპლა

1675682559
თურქეთში გარდაცვლილი ქართველი

თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას საქართველოს მოქალაქეც ემსხვერპლა -  დაღუპული 60 წლამდე ქალი ნანი ზარანდიაა.

როგორც „დაიჯესტს“ აცნობეს, გარდაცვლილი ქალი სენაკელი იყო. მას 2 შვილი ჰყავდა. ის თურქეთში სამუშაოდ 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

👉„მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს - შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!“ - თეა გოდოლაძე

ნაზი ზარანდიას დაღუპვა მის ახლობლებს იმ ოჯახიდან შეატყობინეს, ვისთანაც ქართველი ქალი მუშაობდა. როგორც ოჯახს აცნობეს, მიწისძვრის შედეგად კორპუსი ჩამოინგრა და ნაზი ზარანდია ნანგრევებში მოყვა.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ოჯახის ახლობლების თქმით, ნაზი ზარანდიას საქართველოში გადმოსასვენებლად საჭირო პროცედურები დაწყებულია.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

6 თებერვლის დილის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 337 ადამიანი დაიღუპა და 600-ზე მეტი დაშავდა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘რას ჰყვებიან თურქეთში მცხოვრები ქართველები - „მოვასწარით, რომ გამოვქცეულიყავით, 3 წუთში სახლი ჩამოინგრა“

🔘„ვხედავ, უამრავი ადამიანი იღუპება...“ - თურქეთის მიწისძვრა ლელა კაკულიამ 14 წლის წინ იწინასწარმეტყველა

🔘 ინფორმაცია თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის