Digest Logo

რაჭის ეროვნული პარკის გაფართოებისა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ თემებთან შეხვედრები გაიმართა

1713602677
ამბროლაური

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რაჭის რეგიონისთვის დაცული ტერიტორიის შექმნის პოტენციალის შესწავლა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უმნიშვნელოვანესია, რათა მოსახლეობა გაეცნოს დაცული ტერიტორიების დაარსებით მიღებულ შესაძლო სარგებელს რეგიონული განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კონტექსტში.

მიმდინარე ეტაპზე, რაჭის რეგიონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კვლევა რაჭის ეროვნული პარკის გაფართოების და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით.

საინფორმაციო შეხვედრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ქსელისა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის „გოპა“ წარმომადგენლების ჩართულობით.

მომდევნო ეტაპზე შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც გაგრძელდება.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე გადავარჩინე ძალიან ბევრი ახალგაზრდა... ყველაზე ბედნიერი წლები ჩემს ქმართან ერთად გავატარე“ - გაიცანით 100 წლის ლიდა ოსიტაშვილი

🎥 „ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედან, არ მჭირდებიო...“ - რას ჰყვება გიორგი წიტაიშვილი

⭕კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში საქართველოსადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა გაიხსნა