Digest Logo

რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ხუთივე სტადიონის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

1779375856
რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას აქტიურად განაგრძობს.

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის თბილისსა და ქუთაისში ხუთი სარაგბო მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაშია სამუშაოები თბილისში, ავჭალისა და შევარდენის სტადიონებზე, ასევე ქუთაისში „აიას“ სარაგბო კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ და მისმა მოადგილემ, შოთა ანდრიაძემ შევარდენის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ. მსოფლიო ჩემპიონატისთვის ხუთივე სტადიონზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს, რათა ინფრასტრუქტურული პროექტები დადგენილ ვადებში დასრულდეს და ობიექტები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მზად შეხვდეს ჩემპიონატს.

პროექტები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების, ფასადებისა და განათების სისტემების განახლებას, ასევე გარე და დამხმარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას.

სტადიონებზე მოეწყობა უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნების გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.

განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოში საერთაშორისო დონის სარაგბო ღონისძიებების ჩატარებას უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში უზრუნველყოფს როგორც სპორტსმენებისთვის, ისე გულშემატკივრებისა და მაყურებლებისთვის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ცვალებადი და ნესტიანი ამინდი, დასუსტებული იმუნიტეტი: რა დაავადებები მწვავდება გაზაფხულზე

⭕ მართვის მოწმობის აღება მარტივდება - ცვლილებები პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილში

🎥 „დიდი წარმატების ვარსკვლავი”: რატომ მიიჩნევა ეს პერიოდი განსაკუთრებულ შესაძლებლობად? - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი