მსახიობი ნანული სარაჯიშვილი სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც კარიერაზე ისაუბრა და გამორჩეული როლები დაასახელა.
მისი თქმით, სცენის მიღმა ინტრიგებში, არასოდეს ჩარეულა:
„გარიგება“ იყო ისეთი ფილმი რომელშიც მივიღე ოქროს არწივი საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის. ეს ფილმი ხუმრობით დავიწყე. ტექსტები იციან ზეპირად ხალხმა. ზოგი ცუდი გამოვა ზოგი კარგი. მე ყველში შრომა მაქვს ისეთი ჩადებული და ისე თავდადებით ვიმუშავე ყველა მიყვარს.
მე მაინც მგონია, რომ კარგად გავატარე ეს დრო და არანაირ ინტრიგაში არ ჩავრეულვარ. კი არის რაღაცები, რაც მწყენია მაგალითად. რაღაცაზე გული დამწყვეტია მაგრამ, ტრაგედიად არ გადამიქცევია. ყველგან ასეა. რეჟისორმა მაწყენინა, ვერ გეტყვით ვინ“, - ჰყვება ნანული სარაჯიშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „კარმა, რომელსაც თითოეული ზოდიაქოს ნიშანი გადის“ - თამუნა იოსელიანის პროგნოზი
⭕„ყველაზე დიდი პროგრესია, რაც კი სპორტდარბაზში მივაღწიე...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე