Digest Logo

🎥 „რაღაცები ეჩვენებოდა, ესმოდა გარდაცვლილი დედის ხმა“ - რატომ დასჭირდა ლელა ვეფხვაძეს დიდი ვალის აღება?

1712606106
ლელა ვეფხვაძ

9 აპრილის გმირი ლელა ვეფხვაძე გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო, სადაც მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. გარდა ამისა, მომღერალმა გარდაცვლილი ქმარიც გაიხსენა, რომელსაც ექიმებმა მძიმე დიაგნოზი  დაუსვეს.

„ჩემი მეუღლე იყო უსინათლო, საერთოდ ვერ ხედავდა. როცა 92 წლიდან მოხდა ლიკვიდაცია უსინათლოთა კავშირის და დაიკეტა ყველა სამსახური, მან ეს ძალიან განიცადა.

ნერვიულობამ კი ტვინის ქერქის ატროფია გამოიწვია, გონებასთან შეუთავსებელი დაზიანება ჰქონდა. ვერ ცნობდა ვერავის, ვერც მე და  ვერც შვილს. იყო შემთხვევა, როცა შვილი მირეკავდა და მეუბნებოდა, ცუდადაა და მოდი ჩქარა.

ექიმი არ დამრჩენია, ვინც კი მირჩიეს ყველგან ვიყავით, მაინტერესებდა თუ იყო რაიმე განკურნების შანსი.

რაღაცები ეჩვენებოდა, ესმოდა გარდაცვლილი დედის ხმა, არარეალურ დროში ცხოვრობდა “, - თქვა ლელა ვეფხვაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბინა მაჩუქა ბიძინა ივანიშვილმა... ქირით 30 წელი ვცხოვრობდი“ - როგორ შეცვალა ლელა ვეფხვაძის ცხოვრება ნაჩუქარმა ბინამ

🎥 ლელა ვეფხვაძის მიერ შესრულებული 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა პირდაპირ ეთერში

🎥 მზის დაბნელება პირდაპირ ეთერში