
მსახიობი მურმან ჯინორია გიორგი გასვიანის რუბრიკის „დეტექტორის გარეშე“ სტუმარი იყო, სადაც ოჯახსა და ბავშვობაზე ისაუბრა:
„აქ გაიზარდა მამაჩემი და ეს ჩემი წინაპრების მიდამოა. ახლა ჩემი ძმა და მე გვერდიგვერდ ვართ. ბავშვობაში ზაფხულს სულ აქ ვატარებდი, და ჩემი მშობლები ცდილობდნენ, სხვადასხვა ადგილებში დაგვესვენებინათ - სურამში, ბორჯომში.
ამბობდნენ, აუცილებელია დასვენება დასავლეთის ხალხისთვისო და მე კიდევ აქაურობაზე ვგიჟდებოდი. აქ არის მდინარე ტეხური - თევზაობა, ბანაობა, ფეხბურთის თამაში... აქ ვცოცხლობდი.
მე რომ ჩემს ხალხს ვახარებ და მგონია, რომ ვახარებ, ჩემს გულის ნადებს ვუზიარებ, ვერც ერთ ქვეყანაში ამას ვერ გაიგებდნენ. საქართველოს მიწა გაძლევს გამორჩეულ ნიუანსს, რომელიც სხვა ხალხისგან გამოგვარჩევს.
რახან აქ დავიბადე, ვალდებული ვარ, ჩემს ხალხს გავუზიარო ჩემი გამოცდილება“,- ამბობს მურმან ჯინორია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ილია თოფურია შვილების ფოტოებს გვიზიარებს - „ულამაზესი ოჯახი“
🎥 რა არის ჩვენი დამახასიათებელი თვისებები ნუმეროლოგიის მიხედვით? - მარიამ შუკაკიძის განმარტება