საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩში უკრაინას უმასპინძლებს. შეხვედრა 20 საათზე დაიწყება.
მანამდე მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მატჩისწინა „ტაიმაუტში“ უკრაინასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ორიოდე დღის წინ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის ძირითად შემადგენლობაში არ იყვნენ ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე, იმ შეხვედრაში ტრავმები მიიღეს მცველებმა – ლუკა ლოჩოშვილმა და საბა გოგლიჩიძემ.
„უკრაინასთან მატჩში ოთხივე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაშია. ტრავმები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, არის მიკროტრავმები, თუმცა ოთხივე ფეხბურთელი მზადაა საიმისოდ, რომ უკრაინასთან მატჩი სასტარტო თერთმეტეულში დაიწყოს“, - აღნიშნა რამაზ სვანაძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ჩემი ხელთათმანები? თოფურია ამას პოპულარობის დასაბრუნებლად ამბობს“ - ჯასტინ გეიჯი