Digest Logo

🎥 რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩავიტაროთ სისხლის საერთო ანალიზის კვლევა და რა მაჩვენებლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

1741238781
ნინო შარაშენიძე

სისხლის საერთო ანალიზი გამოიყენება ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. ის ასევე შეიძლება იყოს დიაგნოზის მაჩვენებელი მრავალი დაავადების შემთხვევაში, როგორიცაა ანემია, ანთებითი მდგომარეობები, ლეიკემია და სხვა.

სისხლის საერთო ანალიზი მოწოდებულია როგორც პროფილაქტიკური, ასევე სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკის მიზნით – ეჭვი ინფექციურ დაავადებებზე, ანთებაზე, შიდა სისხლდენაზე, ჰიპერემიაზე ან ანემიაზე, ჰემორაგიულ დიათეზზე.

რაზე მიგვანიშნებს სისხლის საერთო ანალიზი, რა მაჩვენებლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელი დაავადებები შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზით, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩავიტაროთ სისხლის საერთო ანალიზის კვლევა -  აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა.

„სისხლის საერთო ანალიზი არის სისხლის ფორმიანი ელემენტების ფუნქციური, რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლის გარკვეული სქემატური გამოხატულება. ეს ყველა ადამიანს აქვს გაკეთებული ერთხელ მაინც. 

სისხლის საერთო ანალიზში იკითხება ძალიან ბევრი დაავადების მინიშნება. მის საფუძველზე შესაძლოა ექიმმა აპელირება გაუკეთოს შემდეგ გადაწყვეტილებაზე. 

სისხლის ანალიზში წარმოდგენილია ერითროციტები და ჰემოგლობინი, თრომბოციტები და ლეიკოციტები“, - ამბობს ნინო შარაშენიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „რეცხვით თითები მქონდა გადაგლეჯილი...ყოველ წელიწადს ორსულად ვიყავი...“ - რას ჰყვება 13 შვილის დედა, მარიამ ბზვანელი?

🎥 „12 შვილზე არასდროს მიფიქრია...“ - გაიცანით ლეგენდარული ბორის პაიჭაძის შვილიშვილი, რომელიც მრავალშვილიანი დედაა