Digest Logo

🎥 „რეცხვით თითები მქონდა გადაგლეჯილი...ყოველ წელიწადს ორსულად ვიყავი...“ - რას ჰყვება 13 შვილის დედა, მარიამ ბზვანელი?

1741204931
ნინო ბზვანელი

ნინო ბზვანელი 13 შვილის დედაა, რომელიც სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახზე ისაუბრა:

„ისე მაქვს დამხეცებული მათი სახელები, დილა-საღამოს ვლოცულობ და ყველას ვიხსენიებ, შესაბამისად არ მიჭირს. შვილიშვილებს ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი. 20 შვილიშვილი მაქვს. მე ამ ლამაზ ქალბატონებთან შედარებით ასაკოვანი ვარ და ამხელა შვილები მყავს. თითოეული მათგანი მრავალშვილიანი დედები ჩემთვის არიან დედოფლები, მეუღლეები კი მეფეები. ოჯახი სამშობლოსთან ასოცირდება და ზუსტად მას წარმოადგენს.

მე პიონერი ვარ, როგორც მრავალშვილიანი დედა, გამოვიარე 90-იანი წლები, სადაც პამპერსი არ არსებობდა პლიონკებით ვზრდიდი ბავშვებს. რეცხვით თითები მქონდა გადაგლეჯილი. მე პირადად მაძლიერებდა, ის რომ ყველაზე დიდი სიკეთე მადლი და თავდადება არის დედობა. უფალი ამბობს, რომ მოყვასისთვის თავი დადეთო. თითოეულმა მრავალშვილიანმა თავი დადო. ყველა შვილზე ტოქსიკოზი მქონდა და ძალიან რთული. ჩემი ქმარი ისე იყო მიჩვეული, პირჯვარს გადამწერდა ხოლმე. ჩემი მეუღლე მოძღვარია. 26 წლის გავთხოვდი გვიან და გათხოვების მერე სულ ორსულად ვიყავი. ყოველ წელიწადს ორსულად ვიყავი. სულ პიანინოსთან ვიჯექი და ვცდილობდი ოჯახი გამეხალისებინა“, - ჰყვება მარიამ ბზვანელი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „12 შვილზე არასდროს მიფიქრია...“ - გაიცანით ლეგენდარული ბორის პაიჭაძის შვილიშვილი, რომელიც მრავალშვილიანი დედაა

🎥 „რამფერ ხარ ჯო?... მინდა ყველას გავაცნო ქართული სიმღერები...“ - განდაგანაზე აცეკვებული საფრანგეთი და ექსკლუზიური ინტერვიუ რეპერ GIMS-თან „პრაიმშოუში“

🎥 „ზღვის გოჭივით ვარ...მოიწერეთ, რომ არ დავრჩები თვალების გარეშე...“ - რა პროცედურა ჩაიტარა მსახიობმა სოფო გორელაშვილმა?